აშშ-ს სენატის შენობაში საპროტესტო აქციის 300-ზე მეტი მონაწილე დააკავეს

აშშ-ს სენატის შენობაში საპროტესტო აქციის 300-ზე მეტი მონაწილე დააკავეს. ამის შესახებ კაპიტოლიუმის პოლიციის პრესსამსახურის უფროსმა ევა მალეცკიმ განაცხადა.

„ყველა დაკავებულს ბრალად მიტინგებთან და შეკრებებთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევა ედებათ. ვაშინგტონის კანონმდებლობით კონგრესის კომპლექსის შენობებში დემონსტრაციების ჩატარება აკრძალულია“, - განაცხადა მალეცკიმ.

აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციები იმართება აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ბრეტ კავანოს დანიშვნის წინააღმდეგ, რომელსაც ამერიკელი ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო