გიორგი ფანგანმა ECRB-ის მე-40 საიუბილეო შეხვედრა გახსნა

სემეკი-ს წევრმა, ენერგეტიკული თანამეგობრობის მარეგულირებელი საბჭოს (ECRB) პრეზიდენტმა გიორგი ფანგანმა, ECRB-ის მე-40 საიუბილეო შეხვედრა გახსნა.

სემეკი-ს ცნობით, გიორგი ფანგანმა შეხვედრაზე დეტალურად მიმოიხილა მარეგულირებელი საბჭოს მუშაობის შედეგები და რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის როლი ენერგეტიკაში.

ECRB-ის 40-ე საიუბილეო შეხვედრა საბერძნეთში, ათენში მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრებიან წევრი მარეგულირებელი კომისიების წარმომადგენლები.

ენერგეტიკული თანამეგობრობის მარეგულირებელი საბჭო (ECRB) ენერგეტიკული გაერთიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკული ბაზრების რეგულირების სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პლატფორმას.

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) ისტორიაში პირველად, გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს (ECRB) ქართველი პრეზიდენტი ჰყავს. სემეკის წევრი გიორგი ფანგანი საბჭოს 2 წლის ვადით უხელმძღვანელებს.

რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2019
ვაჟა ბერიძე - მთავარი არა საარჩევნო სისტემაა, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მეზობლების დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო) 75 წლისაა
ახალი შესაძლებლობა საცალოდ ვაჭრობის სფეროთი დაინტერესებულთათვის - საქართველოში ორმაგი აკრედიტაციის მქონე პროგრამა იწყება
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის
გრძელვადიანი ბიუჯეტი – თბილისის მასშტაბური პროექტების დაცვა მმართველობის ცვლილებებისგან
2020 წელს საქართველოში ნარკოტიკზე, ალკოჰოლსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთათვის პირველი სარეაბილიტაციო სტაციონარის გახსნა იგეგმება
ენერგეტიკის გამოფენა და კონფერენცია “გლობალური ენერგეტიკული ტრენდები“ "ექსპოჯორჯიაში" გაიმართება
„ლექსუსი“ 2020 წლისთვის ქართველ მომხმარებელს განახლებულ Lexus GX460-ს სთავაზობს
"ლიბერთის" თანადგომა ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ - ,,რეჰაბს“