„ტოიოტა“ ძრავთან დაკავშირებული პრობლემების გამო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 2,4 მილიონზე მეტ ავტომობილს უკან იწვევს

იაპონური ავტოკონცერნი „ტოიოტა“ ძრავთან დაკავშირებული პრობლემების გამო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 2,4 მილიონზე მეტ ავტომობილს უკან იწვევს. ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახური იუწყება.

მათი ინფორმაციით, უკან იქნება გაწვეული სხვადასხვა მოდელის 2,43 მილიონი ავტომობილი. კერძოდ, საუბარია Prius-ისა და Auris-ის მოდელის ავტომობილებზე, რომლებიც 2008 წლის ოქტომბერსა და 2014 წლის ნოემბერს შორის პერიოდში არის გამოშვებული.

შესაბამისად, იაპონიიდან 1,25 მილიონის, აშშ-დან - 830 ათასის, ევროპიდან კი 290 ათასი ავტომობილის უკან გაწვევა იგეგმება.

კომპანიის ინფორმაციით, აღმოჩენილმა გაუმართაობამ „იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა, ძრავის თვითნებური გამორთვა გამოიწვიოს“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო