ლევან ბერძენიშვილი - სასიამოვნოა, რომ გრიგოლ ვაშაძეს აგენტად არ მივაჩნივარ, მაგრამ „რესპუბლიკური პარტია“ არავისთან აპირებს გაერთიანებას

„რესპუბლიკური პარტია“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს არავის უჭერს, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ის გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შეთავაზებას და აღნიშნა, რომ „რესპუბლიკელები“ გაერთიანებას არავისთან აპირებენ.

„რესპუბლიკური პარტია“ ამ არჩევნებში მხარს არავის უჭერს. გრიგოლ ვაშაძის ნათქვამი, რომ არ მივაჩნივარ აგენტად, სასიამოვნოა, მაგრამ ჩვენ გაერთიანებას არავისთან ვაპირებთ“, -განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთ ლიდერს ლევან ბერძენიშვილს მიმართავს. ვაშაძე განცხადებას „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ავრცელებს და ლევან ბერძენიშვილს გაერთიანებას სთავაზობს. ვაშაძე აღნიშნავს, რომ ის ბერძენიშვილს ყოველთვის თვლიდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლ პატრიოტად.

„დადგა დრო გაერთიანებისა, რათა ხელისუფლებაში მოვიდეს ეროვნული კოალიციური მთავრობა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაამკვიდრებს პოლიტიკური კონკურენციის დემოკრატიულ წესებს და უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფოს წარმატებას და ღირსეულ მომავალს“, - აღნიშნავს გრიგოლ ვაშაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო