ავტობუსებში უფასო WI-FI იქნება

დედაქალაქში მოძრავ ავტობუსებში უფასო WI-FI იქნება. აღნიშნული სერვისით, დედაქალაქის მერია 2019 წლის ბოლომდე ყველა ავტობუსის აღჭურვას გეგმავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპოსტო კომპანიაში განუცხადეს, სერვისი 2019 წლის იანვრიდან, ახალი ავტობუსების შემოყვანის პარალელურად დაინერგება.

„იგეგმება, რომ ახალ ავტობუსებში იყოს უფასო WI-FI. ამასთან დაკავშირებით თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და მერიაში მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკური სამუშაოები. ახალი ავტობუსების შემოყვანის პარალელურად, ეს სერვისიც ჩაეშვება. ტექნიკურად იმუშავებენ და ეს სერვისი იქნება არა მხოლოდ ახალი, MAN-ის ავტობუსებისთვისაც. რაც შეეხება ყვითელ ავტობუსებს, აქ სავარაუდოდ, არ იქნება, რადგან ამას ტექნიკური უზრუნველყოფა სჭირდება. თუმცა, 2019 წლის ბოლოსთვის მთელი ავტობუსების პარკის შეცვლა იგეგმება და ყველა ავტობუსში, რომელიც ტექნიკურ საშუალებას მოგვცემს, ვგეგმავთ იყოს უფასო WI-FI-ს სერვისი“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

იხილეთ ვიდეო: სიახლე, რომელიც ავტობუსებში იგეგმება

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს