პლასტიკის პარკების აკრძალვის თემაზე ლევან დავითაშვილი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ახალი რეგულაციის ეფექტიანი ამოქმედების საკითხებზე ბიზნესომბუდსმენისა და დისტრიბუტორთა ასოციაციაში გაწევრიანებული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე ახალი რეგულაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგულაციის მიზანი პლასტიკის პარკების მოხმარებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გამოწვეული მავნე ზემოქმედების შემცირებაა.

“ეს არის კომპლექსური კამპანია, კომპლექსური ღონისძიებებით. დოკუმენტის შემუშავების პროცესში, ჩვენ გვქონდა ინტენსიური კომუნიკაცია, როგორც მწარმოებლებთან, დისტრიბუტორებთან, ასევე საცალო ქსელების წარმომადგენლებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციის მიღებით მაქსიმალურად ეფექტიანი შედეგი მივიღოთ”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ, ლევან კალანდაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ბევრი რეგულაცია არსებობს, რომელიც, საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში ძალაში შევა. ლევან კალანდაძემ ხაზი გაუსვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბიზნესსექტორს შორის არსებულ სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობას.

პლასტიკის პარკების რეგულაციის ახალი წესები 1-ელი ოქტომბრიდან შევიდა ძალაში. რომლის თანახმად, საქართველოში 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა. აკრძალვის მიზანია, პლასტიკის პარკების ჩანაცვლება მოხდეს ბიოდეგრადირებადი პარკებით, რომელიც შეიცავს ისეთ მასალას, რაც ხელს უწყობს პარკის მიკროფრაგმენტებად დაშლას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი, ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძე, დისტრიბუტორთა ასოციაციის წარმომადგენლები, პლასტიკის პარკების იმპორტიორები და ადგილობრივი მწარმოებლები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა