სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

სამხრეთ კორეის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ლი მიონ ბაკი კორუფციაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ სააგენტო Yonhap იუწყება.

გარდა ამისა, ბაკს ჯარიმის სახით 11,5 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

ლი მიონ ბაკი, რომელიც სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პოსტს 2008-2013 წლებში იკავებდა, მიმდინარე წლის 22 მარტს დააკავეს. პროკურატურა მას მექრთამეობას, თანხების მითვისებას, გადასახადების გადახდისგან თავის არიდებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას ედავებოდა, რისთვისაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

ექს-პრეზიდენტი ყველა ბრალდებას უარყოფდა და ამბობდა, რომ ქვეყნის მოქმედი ხელისუფლება კონსერვატიული ძალების წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას ატარებს. აღსანიშნავია, რომ ლი მიონ ბაკი გახდა სამხრეთ კორეის რიგით მეხუთე ყოფილი პრეზიდენტი, რომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო