გიორგი ვაშაძე - ურთულეს მდგომარეობაში ვართ, ხელისუფლებაში მოსულია მაფიოზური ჯგუფი, რომელიც არავის რეკომენდაციას არ ითვალისწინებს

გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" ლიდერები პარლამენტში არიან შეკრებილი, სადაც საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს გიორგი ვაშაძემ განუცხადა, საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში გასატარებელი ინსტიტუციური რეფორმები იქნება, რომლის განხორციელებაზეც „ძალა ერრთობაშია“ და პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პასუხისმგებლობას იღებს.

„ურთულეს მდგომარეობაში ვართ, როცა ხელისუფლებაში მოსულია კონკრეტული მაფიოზური ჯგუფი, რომელიც არავის რეკომენდაციას არ ითვალისწინებს. სამოქალაქო სექტორის შეფასებით, აღარც სასამართლო გვაქვს, აღარც პროკურატურა და არც სამართალდამცავი ორგანოები. ისინი მხოლოდ ერთი ვიწრო კლანის ინტერესებს ემსახურებიან. ამიტომ დღევანდელი შეხვედრა არის დისკუსია თემაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ნორმალური ინსტიტუციები. დაიწყება ფართო საზოგადოებრივი დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ვაშაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს