„თელასი“ ქვესადგურში „საბურთალო-3“ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ახორციელებს

სს „თელასი“ საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, ქვესადგურში „საბურთალო-3“ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ახორციელებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს დღეს „თელასის“ ტექნიკური დირექტორი ვახტანგ ქინქლაძე გაეცნო. პროექტის მიხედვით, ღია გამანაწილებელ მოწყობილობებზე 110 კილოვოლტიანი მოძველებული ზეთოვანი ამომრთველები ახალი თანამედროვე ტიპის ელეგაზური ამომრთველებით შეიცვლება. ასევე შეიცვლება ქვესადგურის ოპერატიული მართვის ფარი, დამონტაჟდება ახალი ციფრული ტერმინალები და მეორადი კომუტაციის კაბელები. ამასთანავე ჩატარდება სამორიგეო შენობის რეკონსტრუქცია.

კომპანიის ცნობით, აღნიშნული სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდება საბურთალოს რაიონის 22 ათასი აბონენტის ელექტრომომარაგების ხარისხი და საიმედოობა. ამასთანავე, გაიზრდება ქვესადგურში მომსახურე პერსონალის უსაფრთხოება, ეკოლოგიის და სახანძრო უსაფრთხოების ხარისხი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა