დავით ასათიანი - 2005-2012 წლებში რეპრესირებული ადვოკატების რიცხვი 150-ს აღწევდა - რეაბილიტაციის კომისიის მომზადებული დასკვნა პროკურატურას გადაეცემა

რეაბილიტაციის კომისიის ფარგლებში მომზადებული დასკვნები გადაცემული იქნება პროკურატურისათვის რათა რეაგირება მოხდეს, - ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა დავით ასათიანმა "რეაბილიტაციის კომისიის" ანგარიშის წარდგენისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„რეაბილიტაციის კომისია" ადვოკატთა ასოციაციაში 2018 წლოს 2 აპრილს შეიქმნა და მისი მიზანია, 2005-2012 წლებში საქართველოს სისხლის სამართლებრივ დევნასა და მსჯავრდებას დაქვემდებარებული ადვოკატების საქმეების ინდივიდუალური წესით შესწავლა და წერილობითი დასკვნების შედგენა.

დავით ასათიანის თქმით, 2005-2012 წლებში რეპრესირებული ადვოკატების რიცხვი 150 ს აღწევდა. მისი ინფორმაციით, კომისიამ უკვე შეისწავლა 14 განაცხადიდან 11, ხოლო 7-ზე დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა ადვოკატებზე ზეწოლას.

„ჩვენ მთავარ პროკურატურასთან გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დებულება მემორანდუმში არის სწორედ ის რომ „რეაბილიტაციის კომისიის "ფარგლებში მომზადებულ დასკვნებს პროკურატურას გადავცემთ, რათა მათ ახალი დეპარტამენტის ფარგლებში გამოიძიონ და სააპელაციო სასამართლოს მიმართონ ადვოკატების განაჩენების გადასინჯვისთვის.

ადვოკატთა ასოციაცია 2005 წელს შეიქმნა და მხოლოდ მას შემდეგ გვაქვს ჩვენ ლეგიტიმაცია. რაც შეეხება 2012 წელს, ეს პერიოდი იყო ყველაზე რთული საადვოკატო საქმიანობისთვის. ამ დროს დაახლოებით 150 ადვოკატი იყო დაპატიმრებული სხვადასხვა წინააღმდეგობრივი ბრალდებებით. 2012 წლის შემდეგ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა და დაკავებულია სულ 2 ადვოკატი და ისიც არ უკავშირდება პროფესიულ საქმიანობას“, - განაცხადა დავით ასათიანმა.

კომისიის საქმიანობა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ არის დაფინანსებული

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს