დამოუკიდებელი ექსპერტი - საზოგადოებრივ ადგილებში, ჰომოფობიური სიძულვილის ენა ყველაზე ხშირად პოლიტიკოსებისა და სასულიერო პირების მიერ გამოიყენება

საზოგადოებრივ ადგილებში, ჰომოფობიური სიძულვილის ენა ყველაზე ხშირად პოლიტიკოსებისა და სასულიერო პირების მიერ გამოიყენება. პოლიტიკოსების შემთხვევაში, ეს განსაკუთრებით მწვავდება არჩევნების დროს, - ამის შესახებ ნათქვამია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის საკითხებზე დამოუკიდებელი ექსპერტის ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზის განცხადებაში.

ექსპერტმა გაერო-ს სახლში პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ 24 სექტემბრიდან დღემდე საქართველოში შეაფასა ლგბტ თემის წინააღმდეგ ძალადობის დაძლევისკენ მიმართული ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების განხორციელების პროგრესი.

ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ექსპერტმ ისაუბრა, სიძულვილის ენა იყო.

„ზოგადად, გარემო ლგბტ ადამიანების მიმართ მტრულია და მათ უხდებათ ირგვლივ არსებულ ჰომოფობიურ, ბიფობიურ და ტრანსფობიურ დამოკიდებულებებთან გამკლავება. სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ არსებული მწირი ცოდნა და ცრურწმენები ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის იმისთვის, რომ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება მოხდეს. ქართული მედიის მონიტორინგის შედეგების ანალიზი გვიჩვენებს, რომ საზოგადოებრივ ადგილებში, ჰომოფობიური სიძულვილის ენა ყველაზე ხშირად პოლიტიკოსებისა და სასულიერო პირების მიერ გამოიყენება. პოლიტიკოსების შემთხვევაში, ეს განსაკუთრებით მწვავდება არჩევნების დროს, ვინაიდან სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის თემა, ხშირად, პოლიტიზირებულია. სისხლის სამართლის კოდექსი პირდაპირ არ კრძალავს სიძულვილის ენას ლგბტ თემის მიმართ და მიუხედავად იმისა, რომ 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის 13.2.2 მუხლი ამას ითვალისწინებს, პარლამენტს წევრთა ეთიკის კოდექსის მიღებისაკენ ძალისხმევამ შედეგი არ გამოიღო. ამასთან, ამგვარი ქმედებების კრიტიკა საჯაროდ არასოდეს ხდება ხელისუფლების მიერ და ამდენად, ხდება მუსი უსიტყვოდ მიღება", - განაცხადა ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზმა.

ექსპერტმა ამ მიმართულებით რეკომენდაციებიც გასცა.

„ჩემი რეკომენდაციაა, რომ სწრაფად მოხდეს საჯარო სამსახურის შესახებ სტანდარტებისა და ეთიკის კოდექსის დამტკიცება, რომლებიც გათვალისწინებულია 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის 13.2.2.-ე პუნქტით ისევე, როგორც მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს შეფასება იმის დასადგენად, რომ იგი სრულიად ადეკვატურია სიძულვილის ენასთან საბრძოლველად. ამასთან, ჩემი რეკომენდაციაა დაინერგოს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით სიძულვილის ენის მიმართ, რასაც თან უნდა სდევდეს გამოძიების ეფექტიანი ღონისძიებები და სასჯელი", - განაცხადა ექსპერტმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა