სალომე სამადაშვილი - საქმე გვაქვს მაფიოზურ წარმონაქმნად გადაკეთებულ სახელმწიფოსთან, სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ ივანიშვილის მითითებით

საქმე გვაქვს მაფიოზურ წარმონაქმნად გადაკეთებულ, ჩამოშლილ სახელმწიფოსთან, - ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა “ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებული პროცესების შეფასებისას გააკეთა.

“4 მილიონი “თიბისი ბანკიდან“ ყველა კანონის დარღვევით არის გატანილი. არსებობს ამის დამადასტურებული შესაბამისი დოკუმენტები, რომელიც შეინახება და შესაბამის დროს გამოქვეყნდება. საზოგადოება დაინახავს, რომ საქმე გვაქვს სრულიად ჩამოშლილ სახელმწიფოსთან, მაფიოზურ წარმონაქმნად გადაკეთებულ სახელმწიფოსთან, სადაც გადაწყვეტილებებს უწყებები იღებენ კოორდინირებულად, ერთი ადამიანის მითითებით - ეს ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა