თამარ ბარკალაია - რეგისტრაციის გაუვლელობა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოს განმახორციელებელ კომპანიებს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან, შრომის ინსპექტირება ჩაუტარდეთ

„რეგისტრაციის გაუვლელობა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოს განმახორციელებელ კომპანიებს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან შრომის ინსპექტირება ჩაუტარდეთ. შესაბამისად, შრომის ინსპექცია ნებისმიერ შემთხვევაში შევა ასეთ კომპანიებში და მათი დაჯარიმება მოხდება", - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ განაცხადა, რომელმაც მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციის განყოფილების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ბარკალაიამ მოუწოდა კომპანიებს, რომლებიც მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოს აწარმოებენ, მიმართონ სოცმომსახურების სააგენტოს და გაიარონ კონსულტაცია მათთან.

„მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ", რომლის თანახმადაც, დამსაქმებლებს, რომლებიც მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სექტორში მუშაობენ, დამატებით რეგისტრაციის ვალდებულება აქვთ. სამწუხაროდ, ბევრმა დამსაქმებელმა რეგისტრაციის ეს ვალდებულება ბოლო დღემდე მიიყვანა, რამაც დიდი რაოდენობის მსურველთა ტალღა გამოიწვია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვადის გასაგრძელებლად პარლამენტს მივმართეთ, რაზეც დაგვთანხმდა და რეგისტრაციის ვადა 15 ნოემბრამდე გაგრძელდა. ამდენად, მათ, ვისაც ჯერ არ გაუვლია რეგისტრაცია, შეუძლიათ მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციისთვის, როგორ და სად დარეგისტრირდნენ და აქვთ თუ არა რეგისტრაციის ვალდებულება. ასევე, შეუძლიათ ცხელ ხაზზე მიიღონ ეს ინფორმაცია, დამატებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებს მიმართონ. ჩვენი თანამშრომლები მზად იქნებიან უპასუხონ კითხვებს რეგისტრაციის ვალდებულებასთან და პროცედურებთან დაკავშირებით. რეგისტრაციის გაუვლელობა ბიზნესს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან შრომის ინსპექტირება ჩაუტარდეთ.

შესაბამისად, შრომის ინსპექცია ნებისმიერ შემთხვევაში შევა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოს განმახორციელებელ ბიზნესში და მოხდება დაჯარიმება მათი, რომლებიც რეგისტრაციას 15 ნოემბრამდე ვერ გაივლიან", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 1000 ლარი, განმეორებით - 2000 ლარი იქნება. ბარკალაიამ საუბრისას აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის სამინისტრომ 30-ზე მეტი კომპანიის მონიტორინგი განახორციელა. ძირითადად გამოვლენილია დაბალი და საშუალო რისკის დარღვევები, რომლის ფარგლებშიც კომპანიებს ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციები გაეცა, გამართონ შრომის უსაფრთხოების სისტემები.

ბარკალაიას განცხადებით, 2 თვის განმავლობაში უკვე ასეთი ტიპის 28 ათასი კომპანია დარეგისტრირდა. სულ სამინისტროში მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოს განმახორციელებელ 42 ათასამდე კომპანიის დარეგისტრირებას ვარაუდობენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო