აშშ-ს სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ე.წ. ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად ოფიციალურად აღიარა

აშშ-ს სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც 1932-1933 წლებში მომხდარი ე.წ. ჰოლოდომორი ოფიციალურად უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ აშშ-ში უკრაინის საელჩო იუწყება.

„აშშ-ს სენატმა ერთხმად მიიღო ორპარტიული რეზოლუცია, რომელიც გახდა აშშ-ს კონგრესის ისტორიაში პირველი სამართლებრივი აქტი, რომელშიც 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად არის აღიარებული“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია გმობს ადამიანის უფლებათა სისტემატიურ დარღვევებს, რომლებსაც საბჭოთა მთავრობამ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა