ვლადიმერ კონსტანტინიდი - USAID-მა, საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული მაჩვენებლების მიხედვით, მაღალი შეფასებები მისცა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული მაჩვენებლების მიხედვით, მაღალი შეფასებები მისცა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გამოაქვეყნა ინფორმაცია ბენეფიციარების შესახებ, რომლის მიხედვითაც საქართველომ ეკონომიკური და დემოკრატიული მაჩვენებლების მიხედვით მაღალი შეფასებები მიიღო. გზამკვლევში სექტორულად არის შეფასებული პროგრესი თვითუზრუნველყოფის პროცესში და ხაზს უსვამს რეგიონში საქართველოს წამყვან როლს ლიბერალური დემოკრატიის ღია პასუხისმგებლიანი მმართველობის და ა.შ. რიგ კომპონენტებში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ეფექტიანობის, გადასახადების ადმინისტრირების და ვაჭრობის თავისუფლების მიმართულებით საქართველოს უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვს, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის ქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის გზამკვლევი USAID-მა პირველად გამოაქვეყნა“, - განაცხადა კონსტანტინიდიმ.

მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ მაღალ შეფასებებს.

„აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული შეფასებები ადასტურებს საქართველოს მთავრობის განვითარების კურსის მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერას. მთავრობის პრიორიტეტია სწრაფი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მიერ ეკონომიკისა და მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიმართულებით მთავრობის ამბიციურ გეგმებს წარმატებულად აფასებს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და დონორი ორგანიზაცია, რომლის მიერ საქართველოსთვის დღემდე გაწეული დახმარება მილიარდ ნახევარ აშშ დოლარს აჭარბებს“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, USAID-თან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა