მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები ქირურგი დენი მუკვეგე და „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების ყოფილი მძევალი  ნადია მურადი გახდნენ

ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის დარგში ქირურგი დენი მუკვეგე (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) და უფლებადამცველი, „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების ყოფილი მძევალი ნადია მურადი (ერაყი) გახდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ნობელის კომიტეტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

გადაწყვეტილების შესახებ მეცნიერებს ნობელის კომიტეტის გენერალურმა მდივანმა თომას პერლმანმა აცნობა.

მუკვეგემ და მურადმა ჯილდო „ომსა და შეიარაღებულ კონფლიქტებში სექსუალური ძალადობის იარაღის სახით გამოყენების შეწყვეტაში შეტანილი წვლილისთვის“ მიიღეს.

„ისინი მამაცად იბრძოდნენ სამხედრო დანაშაულის მსხვერპლებისთვის სამართლიანობის აღდგენისთვის“, - ნათქვამია ნობელის კომიტეტის განცხადებაში.

ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულად, სტოკჰოლმში, 10 დეკემბერს გაიმართება. წელს პრემიის ოდენობა 940 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო