ექსპერტიზის ბიურო  „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე - ჩანაწერები არ არის ვარგისი ხმისა და მეტყველების მიხედვით პიროვნებათა იდენტიფიცირებისთვის

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებული ჩანაწერები „არ არის ვარგისი ხმისა და მეტყველების მიხედვით პიროვნებათა იდენტიფიცირებისთვის, ვინაიდან ისინი დამზადებულია მონტაჟის გზით“.

უფრო კონკრეტულად, აღნიშნულ საქმეზე გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში ვკითხულობთ:

„ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადავო ვიდეოჩანაწერებზე არსებულ საუბრებში დაფიქსირდა ორი ძირითადი დიქტორი მამაკაცის ხმა.

ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი სადავო ვიდეოჩანაწარები არ არის ვარგისი ხმისა და მეტყველების მიხედვით პიროვნებათა იდენტიფიკაციისთვის, ვინაიდან ისინი დამზადებულია მონტაჟის გზით.

ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ყველა სადავო ვიდეოჩანაწერი დამზადებულია წყვეტით და მათზე მრავლობით აღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი“, - ნათქვამია ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, „კომპლექსური აუდიტორულ-ლინგვისტური, სიტუაციურ-ლოგიკური და პროგრამულ-ინსტრუმენტული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ყველა სადავო ფონოგრამაზე აღინიშნება რედაქტირების კვალი“.

„კერძოდ სპეციალური რედაქტორების/პროგრამების გამოყენებით მათზე დადებული სხვა ფონოგრამებიდან აღებული ფონი, თითოეული სადავო ფონოგრამის გარკვეული ნაწილები არის გადაადგილებული, ზოგან ჩასმული სხვა ფონოგრამიდან ან ფონოგრამებიდან, ზოგან კი ამოჭრილია გარკვეული მონაკვეთები. რედაქტირებების შემდეგ, საბოლოოდ მიღებულია შერჩევითი ფიქსაციის გზით შეცვლილი შინაარსის ფონოგრამები, რომლებიც გაერთიანებული იქნა კომპრესიის გზით ვიდეოჩანაწერებთან.

ზევით აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ყველა სადავო ვიდეოჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე აღინიშნება ფიცრული და მექანიკური მონტაჟის კვლები.

ვინაიდან კომპლექსური გამოკვლევებით დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სადავო ვიდეოჩანაწერები არ არის ავთენტური და მათზე დაფიქსირდა დიდი რაოდენობის ცვლილებები, სხვადასხვა სახის მონტაჟის კვალი, მეთოდიკის თანახმად მათზე საიდენტიფიკაციო კვლევების ჩატარება შეუძლებელია“, - აღნიშნულია ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მთავარი პროკურატურისთვის გაგზავნილ წერილში.

გავრცელებული ჩანაწერები ექსპერტიზისთვის სამხარაულის ბიუროს სწორედ მთავარმა პროკურატურამ გადაუგზავნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა