დავით საგანელიძე - საქართველოს საინვესტიციო გარემო გლობალური ბიზნესისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა

“საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ „გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა და აუდიტორიას სიტყვით მიმართა.

„საპარტნიორო ფონდის“ ცნობით, ფორუმის მთავარი თემა იყო „ბიზნესმდგრადობა - 21-ე საუკუნის მთავარი ბიზნესღირებულება“.

„დღესდღეობით, საქართველოს საინვესტიციო გარემო გლობალური ბიზნესისთვისა და ნებისმიერი უცხოელი ინვესტორისთვის ძალიან საინტერესოა არაერთი ფაქტორის გამო, რომელთა შორისაა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების, შემდეგ კი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, ასევე, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან, ჩინეთთან და ა.შ. რაც ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის უდავო უპირატესობებია. „საპარტნიორო ფონდის“, როგორც უმსხვილესი სახელმწიფო საინვესტიციო ინსტიტუტის, მთავარი დანიშნულება საქართველოში საინვესტიციო პროექტების წახალისებაა. ასე რომ, საქართველოსთვის „გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმი“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან მისი მიზანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენა, ერთმანეთისათვის გამოცდილების გაზიარება, ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავება და საერთაშორისო კონტაქტების დამყარებაა“, - განაცხადა დავით საგანელიძემ სიტყვით გამოსვლისას.

ფორუმის ფარგლებში დამსწრეებს სიტყვით მიმართეს ქალაქ თბილისის ვიცე-მერმა, საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, საქართველოსა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ბიზნესომბუდსმენმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა და მაღალი რანგის სხვა დელეგატებმა.

ცნობისთვის, „გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმი“ არის „საქმიან ქალთა გაერთიანების“ და “საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის” ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც თბილისში უკვე მეორედ გაიმართა.

ღონისძიებას 300-ზე მეტი დელეგატი დაესწრო, მათ შორის, ტოპ მენეჯერები, მეწარმეები, წარმატებული ორგანიზაციების დამფუძნებლები და პოტენციური ინვესტორები; აგრეთვე, ქუვეითის პრინცესა, მისი აღმატებულება შეიხა ჰესა საად აბდულაჰ ალ-საბაჰს და ნიგერიის დედოფალი ზაინაბ ოტიტი ობანორს, რომლებიც საქართველოში სპეციალურად ფორუმის ფარგლებში სტუმრობენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა