პრეზიდენტის მიერ გასულ კვირას შეწყალებულ პატიმართა შორის ერთ-ერთი დიდი ოდენობით ნარკოტიკების რეალიზაციისთვის უვადოდ მსჯავრდებულია

kvirispalitra.ge-ს ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ რამდენიმე დღის წინ შეწყალებულ პატიმართა შორის ერთ-ერთი უვადო პატიმარი, 52 წლის მარნეულელი საიათ ისმაილოვია, რომელსაც 2007 წელს უვადო პატიმრობა განსაკუთრებულად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ბრალდებით მიესაჯა.

„პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ისმაილოვს გათავისულების ვადად 2025 წელი დაუდგინა. იმის გასარკვევად, თუ რა მოტივით მოხდა ისმაილოვის შეწყალება, პრეზიდენტის ადმინისტრაციას დავუკავშირდით. მათ შეწყალების კომისიის თავმჯდომარესთან გადაგვამისამართეს.ზვიად ქორიძემ ლაკონურად განმარტა, რომ "ისმაილოვს ჰქონდა შემოტანილი განცხადება, რომელიც განვიხილეთ, ვიმსჯელეთ და პრეზიდენტს შევთავაზეთ რეკომენდაცია, მან გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაცია და პატიმარს დაუდგინა გათავისუფლების თარიღი“, - წერს kvirispalitra.ge.

მათივე ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა მისი პრეზიდენტობის განმავლობაში რვა უვადო პატიმარი შეიწყალა - მათ გათავისუფლების ვადა განუსაზღვრა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების მორიგი აქტი 27 სექტემბერს გამოსცა და 111 მსჯავრდადებული შეიწყალა. შეწყალებულ პირთაგან 42-მა იმავე დღეს დატოვა საპატიმრო დაწესებულება, რომელთაგან 3 ქალი და 1 არასრულწლოვანი იყო.

ვადიანი, ან უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი 69 პირს შეუმცირდა, მათ შორის 4 ქალი და 6 არასრულწლოვანია.

შეწყალების კომისიამ სულ 866 საქმე განიხილა, მათ შორის იყო დეკანოზი გიორგი მამალაძე, თუმცა მის შეწყალებაზე კომისიამ უარყოფითი რეკომენდაცია გასცა.

იხილეთ სტატია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა