სუამ-ის ქვეყნებმა საბაჟო სფეროში თანამშრომლობის განვითარების შეთანხმება გააფორმეს

დღეს, კიშინიოვში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამ-ის წევრი ქვეყნების - საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა - მთავრობათა ხელმძღვანელი პირების შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა ოქმს „სუამის წევრ სახელმწიფოთა საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, სუამის წევრ სახელმწიფოთა სახელმწიფო საზღვრებზე, საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის მიმართ, საბაჟო სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, ურთიერთქმედების შესახებ“. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დოკუმენტს, საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციის სახელით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვახტანგ ლაშქარაძემ მოაწერა ხელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა