ნურსულთან ნაზარბაევი მინისტრებს - თუ ნორმალურად არ იმუშავებთ, თქვენს ადგილებზე უცხოელებს დავასაქმებ

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა მინისტრებს აქტიურად მუშაობისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მინისტრთა კაბინეტში უცხოელების მიწვევით დაემუქრა.

მოსახლეობისადმი მიმართვის დროს ნაზარბაევმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ ყველა დარგში მართვის საუკეთესო გამოცდილება უნდა გამოიყენოს და მოქნილი სტანდარტები დანერგოს.

„თავის დროზე სინგაპური მთელ მსოფლიოში ეძებდა პენსიაზე გასულ სპეციალისტებს და მათ წამყვან თანამდებობებზე ნიშნავდა. ვინ ხელმძღვანელობს Air Astana-ს? - ინგლისელი. ვინ ხელმძღვანელობს ნაზარბაევის უნივერსიტეტს? - იაპონელი. იცოდეთ, თუ ნორმალურად არ იმუშავებთ, თქვენს ადგილებზე უცხოელებს დავასაქმებ“, - დაემუქრა ნაზარბაევი მთავრობის წევრებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა