გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გლობალური მიზნების განხორციელების ხელშესაწყობად 2018-20 წლების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გამართეს და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) განხორციელებისთვის 2018-20 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციიდან აცნობეს, FAO ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება გლობალური მიზნების განხორციელებასა და მონიტორინგში. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მომზადდა სამოქმედო გეგმა, რომელიც სამინისტრომ დღეს საჯარო გახადა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გაერო-ს გლობალური მიზნების მიღწევაში სურსათის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროცესებში სამინისტროს აქტიურ ჩართულობას გაუსვა ხაზი.

FAO-ს SDG კონსულტანტმა ზაზა ჭელიძემ გლობალური მიზნების განხორციელებასა და მონიტორინგში FAO-ს როლზე, გლობალური მიზნების მისაღწევად საჭირო მიდგომებსა და სტრატეგიულ მიმართულებებზე ისაუბრა.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შეიმუშავა ახალი გლობალური დღის წესრიგი, რომელიც განსაზღვრავს მსოფლიოს განვითარების პრიორიტეტებს 2030 წლამდე. მდგრადი განვითარების მიზნების ამოცანაა, გააგრძელოს ათასწლეულის განვითარების მიზნების მიერ დაწყებული საქმე. გაერო-ს წევრმა ქვეყნებმა მიიღეს მდგრადი განვითარების მიზნები 2015 წლის 25-27 სექტებერს ნიუ იორკში (აშშ) გამართულ მდგრადი განვითარების სამიტზე. გაერო-ს გლობალური მიზნები 17 ძირითადი კომპონენტისგან შედგება და მათგან რამდენიმე უშუალოდ FAO-ს სტრატეგიულ გეგმაში ასახულ საკითხებს უკავშირდება. ესენია: სიღარიბის შემცირება, გენდერული თანასწორობა, სუფთა წყალი და სანიტარია, მდგრადი მოხმარება და წარმოება, ზღვის რესურსებისა და დედამიწის ეკოსისტემების ხელშეწყობა და შენარჩუნება“,- ნათქვამია გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა