პაატა ბურჭულაძე - დღეს ჩვენ ელჩებს და ყველას ვაჩვენეთ, რომ რაც დღეს საქართველოში ხდება,  განუკითხაობაა

ელჩებს და ყველას ვაჩვენეთ, რომ რაც დღეს ხდება ქვეყანაში, განუკითხაობაა,- ამის შესახებ ფონდ „იავნანას" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ არასამთავრობოებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ ვთქვით, რომ ეს ბრძოლა დასრულებული არ არის, ჩვენ ამას ბოლომდე მივიყვანთ. სიკეთე გაიმარჯვებს საქართველოში და ბოროტება აუცილებლად დამარცხდება. ერთი სურვილი მაქვს, რომ პროკურატურამ რვა ოქტომბერს მონახოს დრო და დაიბაროს ჩემი მეუღლე. დღეს ჩვენ ელჩებს და ყველას ვაჩვენეთ, რომ ეს არის განუკითხაობა, რაც დღეს ხდება საქართველოში",- განაცხადა ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, რომ ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანჟელა ვასილენკოს წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. პროკურატურა ვასილენკოს მიერ გამოკითხვაზე გამოუცხადებლობის საკითხზე მსჯელობას გეგმავს. როგორც ფონდ „იავნანას“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროკურორმა ამირან გულუაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ვასილენკოს მიერ სასამართლოში გამოკითხვაზე გამოუცხადებლობით ზიანი ადგება გამოძიების ინტერესებს.

ამასთან, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ამ დროისათვის, გამოძიების მიერ ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით მოპოვებული დოკუმენტაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქველმოქმედო ფონდში 2004-2017 წლებში მოზიდული შემოწირულობების დაახლოებით მხოლოდ 30 პროცენტი ხმარდებოდა ქველმოქმედებას, ხოლო დანარჩენი თანხები ხმარდებოდა თანამშრომელთა ანაზღაურებასა და სხვა ადმინისტრაციული ხარჯებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა