ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ წერილს ასაჯაროებს

„ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური“ „ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ მიერ ვეტერანებისთვის მიწერილ წერილს ასაჯაროებს, რომელიც აგუძერას საავადმყოფოს ეზოში არსებული სამარხის შესწავლას ეხება.

„ინტერპრესნიუსი“ „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ძვირფასო ვეტერანებო! 1992-1993 წლებში, აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიების პროგრამის ფარგლებში, „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“ ახორციელებს აგუძერას საავადმოფოს ეზოში არსებული სამარხის შესწავლას. იქ დაკრძალული ადამიანების ნეშტების ამოცნობის ხელშეწყობის მიზნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ, თუკი ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას აღნიშნულ სამარხთან დაკავშირებით. ნებისმიერი, თუნდაც მცირე ინფორმაცია, შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

(საკონტაქტო პირი: ანნა გოგოხია. ტელ: (032) 235 55 10 ან 557 14 14 15)

ჩვენთვის მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ ამ ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში. ჩვენ არ ვასაჯაროებთ წყაროს პირად მონაცემებს. წინასწარ გიხდით მადლობას თანადგომისათვის. პატივისცემით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი,“ – ნათქვამია „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ განცხადებაში, რომელსაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო