ქეთევან ციხელაშვილი - წითელი ჯვარი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს

გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის, „წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია“ მიერ საქართველოში გაწეულ სამუშაოზე და მნიშვნელობაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა წითელი ჯვრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე კიევში ისაუბრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ქეთევან ციხელაშვილმა საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ „წითელი ჯვრის“ საქმიანობას საქართველოში მაღალ ჰუმანიტარულ მნიშვნელობას ანიჭებს.

„წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია“ წლებია გადაუჭრელი კონფლიქტებისა და მიმდინარე ოკუპაციის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული მანდატის განხორციელებას ახერხებს. ორგანიზაციის ოპერატიულად ჩართვა მოხდა უკანონოდ დაკავებული მაია ოთინაშვილის შემთხვევაშიც, რომელიც დღეს სახელმწიფოსთვის ძალიან პრიორიტეტული საკითხია“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

„წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია“ ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების საქმეში. ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია მათი ოჯახებისთვის და ნდობის აღდგენისთვის. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და „წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია“ სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებენ“, - ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა