მამუკა ბახტაძე - სამწუხაროდ, რუსეთი დღესაც დაბრკოლებებს უქმნის ჩვენ სამშვიდობო ძალისხმევას

რუსეთის ფედერაციას დღესაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20%. ჩვენი მისია მდგომარეობს საქართველოში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა ჟურნალისტის კითხვაზე, რა პოლიტიკური ბერკეტები არსებობს, მათ შორის სუამ-ის ფარგლებში, რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ მხრივ, აუცილებელია პოლიტიკური კონსოლიდაციისა და ურთიერთქმედების განმტკიცება როგორც ორგანიზაციის ფარგლებში, ისე მის გარეთ.

„ჩვენ ერთმანეთს ვუცხადებთ სოლიდარობას. ჩვენ წამოვიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია დღესაც დაბრკოლებებს უქმნის ჩვენ სამშვიდობო ძალისხმევას, რომლის მიზანიცაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებლობების შექმნა. ჩვენ ვცდილობთ იმ ჰუმანიტარული კატასტროფის შეჩერებას, რომელსაც დღეს ვხედავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ოკუპაციის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის რაოდენობა 5-ჯერ შემცირდა. ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ეს მიუღებელია საქართველოსთვის, ჩვენი მეგობრებისთვის, მთელი მსოფლიოსთვის. რასაკვირველია, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენი ძალისხმევის კონსოლიდაცია, უნდა გავაერთიანოთ ჩვენი რესურსები, ასევე, უნდა გვქონდეს შედეგზე ორიენტირებული საერთაშორისო და საშინაო პოლიტიკა. ჩვენ ვთვლით, რომ სუამ-ი არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შეგვიძლია ბევრი ინიციატივის განხილვა - გზები, რომლითაც ჩვენი ერები ერთად შეძლებენ ჩვენი ქვეყნების წინაშე მდგარი ამ ყველაზე მტკივნეული გამოწვევის დაძლევას”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა