ნატო ჩხეიძე - მთელი სამთავრობო მანქანა მომართულია, რომ ლევან ყიფიანი გაამართლონ

მთელი სამთავრობო მანქანა მომართულია იმისთვის, რომ გაამართლონ ლევან ყიფიანი,- ამის შესახებ „ომეგას“ დამფუძნებელმა, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც ჩვენებას მოსამართლის თანდასწრებით მისცემს.

„მთელი სამთავრობო მანქანა მომართულია იმისთვის, რომ გაამართლონ ლევან ყიფიანი. ეს არც იყო გასაკვირი. ამიტომაც იყო, რომ არ ვენდობოდით საქართველოს პროკურატურას და მასთან დაკავშირებულ სტრუქტურებს. ისინი იმუშავებენ თავიანთი პროფესიონალიზმისა და მორჩილების შესაბამისად. გავა ხანი, არც თუ ისე დიდი დრო და ლონდონის სასამართლო გადაწყვეტილებით გამოჩნდება ის თუ რა ჩრდილოვანი მმართველობაა საქართველოში“,- აღნიშნა ჩხეიძემ.

ნატო ჩხეიძე პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მთელი სახელმწიფო მანქანა მომართულია გაამართლონ ლევან ყიფიანი“.

მისივე თქმით, ზაზა ოქუაშვილი მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

“ზაზა ოქუაშვილი ამბობს, რომ ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან საქართველოს კანონებით განსაზღვრული პროცედურებით. პროკურატურისთვის საჭიროა მისი თანამშრომლობა და ის ამისთვის მზად არის“,- განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ საკითხზე გავრცელებული ჩანაწერები ავთენტური არ არის და დამზადებულია მონტაჟის გზით.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს