Toyota მანქანებს საქართველოდანაც „გაიწვევს“

Toyota ავტომობილების ძრავში არსებული პრობლემების გამო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 2,43 მილიონზე მეტ ჰიბრიდულ ავტომობილს „გაიწვევს“.

საუბარია Prius-ისა და Auris-ის მოდელის ავტომობილებზე, რომლებიც 2008 წლის ოქტომბერსა და 2014 წლის ნოემბერს შორის პერიოდში არის გამოშვებული. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „ტოიოტას” ოფიციალურ წარმომადგენლობაში განუცხადეს, „გადასაპროგრამებული“ ავტომობილების სიაში მთელი კავკასიის რეგიონის მასშტაბით, Toyota-ს ოფიციალური დილერების მიერ გაყიდული 74 მანქანა მოხვდა. როგორც „Toyota კავკასიაში“ აცხადებენ, აღნიშნული ავტომობილების შესახებ ინფორმაცია დილერებს უკვე გადაეცათ, რის შემდეგაც ისინი ავტომობილის მფლობელებს დაუკავშირდებიან და შესაბამის სამუშაოებს უფასოდ ჩაუტარებენ. აღსანიშნავია, რომ „რიქოლში“ მოხვედრილი ავტომობილის გადასაპროგრამებლად სულ ორმოციოდე წუთია საჭირო. „ჩვენი ოფიციალური დილერები მხოლოდ იმ ავტომობილების მფლობელებთან შეძლებენ დაკავშირებას, ვინც მანქანა ოფიციალურ დილერთან შეიძინა, მაგრამ კომპანია „ტოიოტა“ მომხმარებელზე ზრუნვის მიმართულებით უფრო დიდი ნაბიჯი გადადგა და დღეისათვის იმ მომხმარებელსაც კი, რომლის ავტომობილი შეძენილია მეორად ბაზარზე ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში - აგრეთვე შეუძლია თავისი ავტომობილის უნიკალური ვინ კოდის გამოყენებით გაარკვიოს არის თუ არა მისი მანქანა „რიქოლის“ სიაში. ამისთვის, ის უნდა ეწვიოს „ტოიოტას“ ოფიციალურ ვებ გვერდს http://www.toyota.ge/vincheck („სპეციალური სერვისის კამპანიის“ განყოფილებას), გაეცნოს მასზე განთავსებულ ინფორმაციას და/ან გამოაგზავნოს თავისი ავტომობილის ვინ კოდი მისამართზე vincheck@toyota-caucasus.com.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ავტომობილის ვინ ნომერი აღმოჩნდება დაფიქსირებული „რიქოლის“ გლობალურ სისტემაში, მიუხედავად იმისა, თუ სად არის შეძენილი ეს ავტომობილი, მფლობელი უნდა დაუკავშირდეს საქართველოში „ტოიოტას” ოფიციალურ დილერებს: „ტოიოტა ცენტრ თბილისს” ან ”ტოიოტა ცენტრ თეგეტას” შემდგომი სერვისისთვის“, - განაცხადეს კომპანიაში. Toyota-ს ცენტრალური ოფისის ინფორმაციით, ამჯერად იაპონიიდან 1,25 მილიონის, აშშ-დან - 830 ათასის, ევროპიდან კი 290 ათასი ავტომობილის გაწვევა იგეგმება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო