„სვეტის“ ხელმძღვანელების  ადვოკატი -  სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ - შპს "სვეტი" როგორც ბიზნეს სუბიექტი დასრულდა

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელების ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. როგორც ჟურნალისტებს ბრალდებულების ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განუცხადა, მას არ აქვს მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო მის საჩივარს დააკმაყოფილებს, თუმცა ადვოკატი ამ პროცედურის გავლას აუცილებდად მიიჩნევს. ამასთან, გელბახიანის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, შპს „სვეტი" როგორც ბიზნესსუბიექტი დასრულდა".

„ჩვენ მოვისმინეთ სასამართლოს არგუმენტები და არც ერთ არგუმენტს არ ვეთანხმებით. ბუნებრივია, გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში, თუმცა დიდი მოლოდინი არ გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს საჩივარს, რადგან პრაქტიკა აჩვენებს, რომ არც ერთ ასეთ საჩივარს სააპელაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს. მაგრამ ამას გავაკეთებთ ფორმალურად, რათა ზემდგომ ინსტანციებში ეს პროცედურები იყოს გამოყენებული და არ იყოს ამაზე პრეტენზია. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით შპს "სვეტი" როგორც ბიზნეს სუბიექტი დასრულდა. ყველაფერი სასამართლოს ნამუსზე და სინდისზე იყოს", - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

შეგახსენებთ, რომ სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელ გივი ჯიბლაძეს და ამავე კომპანიის გენერალურ დირექტორ თორნიკე ჯანელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

სამშენებლო კომპანია "სვეტის“ დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და ამავე კომპანიის დირექტორი თორნიკე ჯანელიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 3 ოქტომბერს დააკავა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, „სვეტის“ ხელმძღვანელი პირების მიმართ გამოძიება დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მენაშენეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე დაიწყო. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მხოლოდ ერთ ობიექტზე, ბრალდებულები გივი ჯიბლაძე და თორნიკე ჯანელიძე მოტყუებით დაეუფლნენ მენაშენეთა კუთვნილ თანხას 3 356 385 ლარის ოდენობით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა