იტალიაში „კოზა ნოსტრას“ ერთ-ერთი ყველაზე საშიში დამნაშავე დააკავეს

იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე პოლიციამ ძებნილი, „კოზა ნოსტრას“ ერთ-ერთი ყველაზე საშიში დამნაშავე დააკავა. ამის შესახებ ევროპოლი იუწყება.

ევროპოლის ინფორმაციით, დაკავებული პირი „კოზა ნოსტრას“ ერთ-ერთი ლიდერის შვილია. იტალიის ხელისუფლებამ მასზე ძებნა 2016 წელს, სამი ადამიანის მკვლელობის საქმეზე გამოაცხადა. დაკავებული დამნაშავის ვინაობა არ სახელდება.

აღსანიშნავია, რომ ეს გახდა მიმდინარე წლის განმავლობაში მეხუთე ოპერაცია, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებსა და ევროპოლს შორის ინფორმაციის მიმოცვლის შედეგად განხორციელდა. მაისში, ივლისსა და აგვისტოში ჩატარებული ოპერაციების შედეგად „კოზა ნოსტრას“ 3 და „ნდრანგეტას“ ერთი წევრი დააკავეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს