გიგა ბოკერია - გავრცელებული ჩანაწერები ერთდროულად თურმე ყოფილა თან დადგმული და თან არაავთენტური, რაც შეუთავსებელია

გავრცელებული ჩანაწერები ერთდროულად თურმე ყოფილა თან დადგმული და თან არაავთენტური, რაც შეუთავსებელია - მაქვს კითხვა, სასამართლო სხდომაც დადგმული და არაავთენტური იყო, რომელიც ფარული ჩაწერების შინაარსს ადასტურებს?! - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია “ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერებზე მთავარი პროკურატურის განცხადებას.

ბოკერიას შეფასებით, პროკურატურის დღევანდელი განცხადება ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების“ უტიფრობის ისტორიაში მორიგი ფურცელია და “თან ყოველ ჯერზე წინა ფურცელს ჯობია“.

“გავრცელებული ჩანაწერები ერთდროულად თურმე ყოფილა თან დადგმული და თან არაავთენტური, რაც შეუთავსებელია, რადგან ან დადგმულია ან არაავთენტური! რუსული პროპაგანდის პრინციპია, როცა არ აქვს მნიშვნელობა როგორ სისულელეს და როგორ წინააღმდეგობრივ რამეს იტყვი, მთავარია თქვა ბევრი. მაქვს კითხვა, სასამართლო სხდომაც დადგმული და არაავთენტური იყო, რომელიც ფარული ჩაწერების შინაარს ადასტრურებს?! რა სქემაც ჩანაწერში იხატებოდა, იმის განხორციელება დაიწყეს და “ფილიპ მორისთან“ დაკავშირებით სასამართლომ გადაწყვეტილება იმ გეგმის მიხედვით მიიღო, რაზეც ჩანაწერებში საუბრობენ. სამხარაულის ეროვნულ ბიუროს რომ შეამოწმებინო, ალბათ იტყვის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაც დადგმული და არაავთენტური იყო. როცა საუბარია ავთენტურობაზე, არის ტექნიკური დეტალი, როცა გრძელი საუბარი შეიძლება შეამოკლო და იყოს დამონტაჟებული, აქ მთავარია საუბრის არსი სწორად იყოს გადმოცემული. ტელევიზია გრძელ ჩანაწერს ყოველთვის ამონტაჟებს, რომ მაყურებლისთვის გასაგები იყოს. არსი არ უნდა იყოს შეცვლილი და ამ შემთხვევაში სპეკულაცია არ გვჭირდება - საუბრის არსი დაადასტურეს სასამართლოში თავისი ნაბიჯებით “ფილიპ მორისის“ წინააღმდეგ“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად ”ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ საკითხზე გავრცელებული ჩანაწერები ავთენტური არ არის და დამზადებულია მონტაჟის გზით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო