გიორგი კანდელაკი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დავიბნეთ და ისტერიას, რის შექმნასაც რუსეთის ფედერაცია ცდილობს, ზედმეტი მნიშვნელობა არ მივანიჭოთ

მრავალი წელია რუსეთის ფედერაცია ცდილობს, ათასგვარი შეთქმულების თეორია და ჭორი შეთხზას და შემოაგდოს ჩვენს საჯარო სივრცეში, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გიორგი კანდელაკი “ლუგარის ლაბორატორიის“ თაობაზე მოსკოვში გაკეთებულ განცხადებას.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ - საქართველოს ხალხი არ დავიბნეთ და ისტერიას, რის შექმნასაც რუსეთის ფედერაცია ცდილობს, ზედმეტი მნიშვნელობა არ მივანიჭოთ - არ გავუკეთოთ რუსეთს საჩუქარი, რომ წარმატებით მოახდინოს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება. უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და არ ავყვეთ ამ შეთქმულების თეორიებს, ისტერიას, რის შემოგდებასაც საქართველოს მტერი ცდილობს“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კანდელაკმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იმედოვნებს, რომ საქართველო და აშშ განმარტავენ, თუ რატომ ინახება “ლუგარის ლაბორატორიაში“ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის საბრძოლო მასალა, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა იგორ კირილოვმა განაცხადა.

მისი თქმით, უწყების სპეციალისტებმა შეისწავლეს მასალები, რომლებიც რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აშშ-ს საქმიანობის შესახებ საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ გამოაქვეყნა და “რიგ პატენტებში ქიმიური და ბიოლოგიური რეცეპტურების მიწოდებისთვის საჭირო სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა არის მითითებული“.

“ჩნდება კანონზომიერი კითხვა - რატომ ინახება ასეთი დოკუმენტები რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში? იმედი გვაქვს, რომ ქართული და ამერიკული მხარეები ამაზე მკაფიო პასუხს გაგვცემენ“, - განაცხადა კირილოვმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა