გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე თბილისში ჰაერში ტყვიის შემცველობის კველევებს განახორციელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეების მომართვის საფუძველზე თბილისში ჰაერში ტყვიის შემცველობის კველევებს განახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, კვლევის არეალი გაფართოვდა. სპეციალისტები განაგრძობენ ყოველკვირეულ კვლევას თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად.

მოქალაქეების მომართვის საფუძველზე სააგენტოს სპეცილისტები კონკრეტულ ლოკაციებზე განახორციელებენ კვლევებს. აღებული სინჯები გარემოს ეროვნულ სააგენტოს ლაბორატორიაში გადაიგზავნება და მიღებული შედეგები რამედენიმე დღეში ეცნობებათ.

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს სააგენტოს ვებგვერდზე www.nea.gov.ge. ასევე, ყოველკვირეულად შესაძლებელია საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.

დაინტერესების შემთხვევაში საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს მიმართოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა