მზია გიორგობიანმა „გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმის“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტიციებისთვის - ღია ბაზრით, ლიბერალური ეკონომიკითა და სტრატეგიული ადგილმდებარეობით.ჩვენ ვართ არაერთი ქვეყნის პარტნიორი, ასევე ევროკავშირთან, ჩინეთთან, დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის ქვეყნებთან და თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყანა, - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა „გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა“ (GAACC) და „საქმიან ქალთა გაერთიანების“ (UBL) ორგანიზებით გამართული ფორუმის მიზანია, საერთაშორისო დელეგატებს გააცნოს საქართველო, როგორც დიდი შესაძლებლობებისა და საინვესტიციო პოტენციალის მქონე ქვეყანა, ხელი შეუწყოს მეწარმეებს, საერთაშორისო კონტაქტების დამყარებასა და გამოცდილების გაზიარებაში.

ღონისძიების სახით ფორუმის ორგანიზატორები დელეგატებს სთავაზობენ ერთგვარ საერთაშორისო პლატფორმას ახალი ბიზნესურთიერთობებისა და კონტაქტების დასამყარებლად.

ფორუმს სპიკერები და დელეგატები მსოფლიოს 15-ზე მეტი ქვეყნიდან ესწრებიან. საპატიო სტუმრებმა ჩაატარეს მასტერკლასები ფინანსურ, სოციალურ და გარემოსდაცვით თემებზე.

როგორც სიტყვით გამოსვლისას მზია გიორგობიანმა აღნიშნა, ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია სატრანზიტო პოტენციალის ათვისება.

“ამის მაგალითია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხორციელდება და ასევე, დაგეგმილია. მათ შორისაა: აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. თბილისსა და ქუთაისში თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრების განვითარება და რკინიგზის მოდერნიზება. ეს პროექტები გაზრდის საქართველოს საერთო სატრანსპორტო შესაძლებლობებს და იქნება სტიმული რეგიონში თანამშრომლობის წარმატებით განვითარებისთვის”,-განაცხადა მზია გიორგობიანმა.

ორდღიანი ( 5-6 ოქტომბერი) ფორუმის ღონისძიებაში მონაწილეობენ, როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა