ამბროლაურის აეროპორტში უნიკალური კლასიკური ავტომანქანების რალი გაიმართა

1922 წლის გამოშვება Vauxhal, 1927 წლის გამოშვება MERCEDES BENZ ROADSTER, ამავე წლის გამოშვება BENTLEY და კიდევ 26 უნიკალური ავტომობილით მრბოლელები ერთმანეთს თვალახვეული უკუსვლით მანევრირებაში დღეს ამბროლაურის აეროპორტში შეეჯიბრნენ.

12 დღის განმავლობაში საქართველო კლასიკური ავტომობილების რალის - ''Peaks of the Caucasus“ მასპინძლობს. რალიში მონაწილე 29 ავტომობილი მეორე მსოფლიო ომამდელი წარმოებისაა. ყველაზე ძველი 1922 წლით თარიღდება, ხოლო ყველაზე ,,ახალგაზრდა“ 1951 წლის გამოშვება იაგუარია.

ამბროლაურის აეროპორტის ასაფრენ ზოლზე უნიკალური რალისთვის საგანგებო ბარიერები მოეწყო. წესების მიხედვით, თვალახვეულ მძღოლებს ბარიერისთვის უკუსვლით უნდა შემოევლოთ და გადაეკვეთათ ფინიშის ხაზი, მიმართულებას კი მათ ე.წ. შტურმანი კარნახობდა. შეჯიბრში მონაწილეობას როგორც მამაკაცი, ასევე ქალი მძღოლებიც იღებდნენ.

რალის მონაწილეები ამბროლაურის შემდეგ, ხვალ მესტიის აეროპორტში გადაინაცვლებენ. სტარტი კი მათ პირველ ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედნიდან აიღეს და 14 ოქტომბერს შატო მუხრანში დაასრულებენ. ჯამში საქართველოს თითოეულ კუთხეს მოივლიან და 2250 კილომეტრს დაფარავენ.

„Peaks of Caucasus”-ის იდეა ბარტ კლაინს ეკუთვნის, რომლის ორგანიზებითაც პირველად, 2005 წელს კლასიკური ავტომობილების რალი სახელწოდებით „Via- Flaminia“ იტალიაში ჩატარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა