ქვეყანაში იმიგრაციის შესაჩერებლად სავიზო რეჟიმის დაწესების და ბინადრობის უფლების გაყიდვის აკრძალვის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ქვეყანაში იმიგრაციის შესაჩერებლად დაწესდეს სავიზო რეჟიმი და აიკრძალოს ბინადრობის უფლების გაყიდვა, - ამ მოთხოვნებით მთავრობის ადმინისტრაციასთან "საინიციატივო ჯგუფის" წევრებმა (ზვიად ტომარაძე, სოსო მანჯავიძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ნანა ხურითი, გურამ ფალავანდიშვილი, კობა დავითაშვილი და სხვები) აქცია გამართეს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ორგანიზაცია "ერი და სახელმწიფოს" წარმომადგენელმა ზვიად ტომარაძემ განაცხადა, ბინადრობის უფლების გაყიდვის აკრძალვის მიზნით 30 ათასი ხელმოწერა გროვდება, რომელსაც პარლამენტში შეიტანენ. ამასთან, ტომარაძემ გააკრიტიკა თბილისის მერიის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც, უცხოელმა ბინადრობის უფლება 35 ათასი ლარის ნაცვლად 100 ათას ლარად უნდა მიიღოს. ტომარაძემ აღნიშნულს ლობისტური კანონპროექტი უწოდა, რომელიც საამშენებლო კომპანიებისთვის არის სარფიანი.

"ჩვენ გვაქვს ორი მთავარი მოთხოვნა: დაწესდეს სავიზო რეჟიმი იმ ქვეყნებთან, საიდანაც მასობრივი იმიგრაციაა და მეორე - აიკრძალოს ბინადრობის უფლების გაყიდვა, ანუ საკუთრების შეძენის საფუძველზე მათთვის მოკლევადიანი ბინადრობის მიცემა, რადგან ეს ეთნოკულტურული, რელიგიური ბალანსის დარღვევას გამოიწვევს და თუ ასე გაგრძელდა, მალე ქართველები საქართველოში ეთნიკურ უმცირესობაში აღმოვჩნდებით. ძირითადად, მიგრანტთა ნაკადები რამდენიმე აზიური ქვეყნიდან შემოდის. კერძოდ, ირანიდან, საუდის არაბეთიდან და ერაყიდან", - განაცხადა ტომარაძემ.

ამასთან, როგორც "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა აღნიშნა, ორკვირიან ვადას მისცემენ მთავრობას და დაელოდებიან რეაგირებას. თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, შემდგომ პასუხს მმართველ პარტიას და მის თავმჯდომარეს მოსთხოვენ, „რომელსაც მიჰყავს პოლიტიკა ქვეყანაში“. ამ მიზნით ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციების გამართვასაც არ გამორიცხავენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა