თბილისობის დღესასწაულზე ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, "თბილისობის" დღესასწაულზე დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით 5 ოქტომბერს 05:00 საათიდან ევროპის მოედანზე და მეტეხის ხიდზე მოძრაობა აიკრძალება. მოძრაობა აიკრძალება აბანოთუბნიდან გორგასლის მოედნის მიმართულებით. მოძრაობა შესაძლებელი იქნება თუმანიანის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით.

ასევე 5 ოქტომბერს 21:00 საათიდან მოძრაობა დაიკეტება რესპუბლიკის მოედანზე. რუსთაველიდან მოძრავი ნაკადი იმოძრავებს რესპუბლიკის მოედნის გავლით კოსტავას ქუჩის მიმართულებით, ხოლო მელიქიშვილი-კოსტავას ქუჩიდან მომავალი ნაკადი იმოძრავებს ელბაქიძის დაღმართის გავლით სანაპიროს მიმართულებით აგრეთვე მოძრაობა შეიზღუდება ახვლედიანის მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე სრულად დაიკეტება ბარათაშვილის მარცხენა პანდუსი.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება მისთვის განკუთვნილ ზოლში, კერძოდ, ახვლედიანიდან ბარათაშვილის ხიდისა და წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მიმართულებით.

6 ოქტომბერს, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება ოქროყანაში, მთაწმინდის პარკის მიმართულებით. გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც განლაგებული იქნება შინდისი-ოქროყანის გზაჯვარედინზე.

მოძრაობა სრულად აღდგება "თბილისობის" დღესასწაულის დასრულებისთანავე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა