„თავისუფალმა საქართველომ“ უწყებათაშორისი კომისია პროტესტის ნიშნად დატოვა

პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ უწყებათაშორისი კომისია პროტესტის ნიშნად დატოვა. 5 ოქტომბრის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაში პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ მონაწილეობა კახა კუკავას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ მიიღო.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, წულაიამ სხდომაზე ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მოსმენა მოითხოვა, ვინაიდან, მისი თქმით, თავისუფალ მედიაზე განხორციელებული თავდასხმა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საარჩევნო გარემოზე.

„კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა, რომლის უშუალო მოვალეობას წარმოადგენს არჩევნებთან შემხებლობაში მყოფ ყოველგვარ საკითხზე რეაგირების მოხდენა, „თავისუფალი საქართველოს“ მიერ წამოჭრილი საკითხის განხილვა მიზანშეუწონლად მიიჩნია, რის შემდეგაც გოგი წულაიამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა“, - ნათქვამია პრესრელიზში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა