ზვიად ძიძიგური - ჩემთვის ამ კომბინაციას, რასაც ბატონი ოქუაშვილი ატარებს, ჰქვია როგორ შევიტყაპუნოთ 51 მილიონი

ჩემთვის ამ კომბინაციას, რასაც ბატონი ოქუაშვილი ატარებს, ჰქვია როგორ შევიტყაპუნოთ 51 მილიონი. აქციებს აწყობს, აქციები მომეცითო, ეს არის თავხედობა, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს სამხარაულის ბიურომ დაადასტურა რომ ჩანაწერები ყალბი და შეკოწიწებულია, „რაღაცა ტიპის კომბინაციებია ჩატარებული“.

„ზაზა ხატიაშვილმა კი, რომელსაც ვერავინ დასწამებს „ქართული ოცნების“ გუნდის მიმართ ლოიალურობას, ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ 2-წუთიანი მონაკვეთი 7-ჯერ არის დამონტაჟებული. ასეთი ტიპის ჩანაწერებზე კოშკების აგება, რომ აი როგორი სისტემური კორუფციაა, როგორ მიდის ყველა კოლოფი სიგარეტიდან ფული ქართული ოცნების სალაროში, ეს არ არის სწორი. არ მიყვარს იმ 9 წლის გახსენება, იმუნიტეტი მაქვს 9 წელზე გამომუშავებული, მაგრამ მე პირადად იმუნიტეტი ასეთი ტიპის ჩანაწერებზეც მაქვს გამომუშავებული. მთელი ამდენი ხნის განმავლობაში გამოვარდებოდა ეკრანზე რაღაცა ტიპის ჩანაწერები, სადაც ვიღაცა ვიღაცას ელაპარაკებოდა, მერე ეს იყო რუსეთის ჯაშუში, მეორე იყო მესოპოტამიის აგენტი, მეხუთე კიდევ რაღაცა და პოლიტიკური ცხოვრება იყო ამაზე აწყობილი და მე ამაზე იმუნიტეტი მაქვს“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მისი თქმით, გამოძიება დაწყებულია და მთავარი ფიგურანტი, ვინც უნდა დაიკითხოს, ჯერ ეს არის ოქუაშვილი. რაც შეეხება ლევან ყიფიანის ეპიზოდს, ზვიად ძიძიგურის თქმით, იგი ერთ-ერთი მოწმეა იმ ცოტა მოწმეებს შორის. „ლევან ყიფიანის ეპიზოდზე თუ კიდევ ვინმე დასაკითხია, მიეცით პროკურატურას ამის საშუალება, რომ გადაწყვიტოს ეს ამბავი თუ მასზე ძალადობა მოხდა, შეურაცხყოფა მიაყენეს რა თქმა უნდა ეს დაკითხვა მოხდება“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ძიძიგურის მიერ გაკეთებულ განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა