პროკურორი - ბრალდების მხარე ვალდებულია ყველა მტკიცებულება მოიპოვოს კანონის შესაბამისად, რათა აღნიშნული მტკიცებულება არ გახდეს დაუშვებლად ცნობის საფუძველი

ბრალდების მხარე და გამოძიება ვალდებულია ყველა მტკიცებულება მოიპოვოს კანონის შესაბამისად, რათა აღნიშნული მტკიცებულება შემდგომში არ გახდეს დაუშვებლად ცნობის საფუძველი, - ასე უპასუხა „ომეგა ჯგუფის“ საქმის პროკურორმა გიორგი ოსაძემ ჟურნალისტების კითხვას, შესძლებელია თუ არა, რომ ზაზა ოქუაშვილის დაკითხვა დისტანციურად მოხდეს. მისივე ინფორმაციით, არაერთხელ გაიცა უწყება ოქუაშვილის საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების შესახებ, რაზეც ის უარს აცხადებს.

„ვინაიდან გამოძიების მხრიდან გამოიკვეთა ზაზა ოქუაშვილის დაკითხვის აუცილებლობა, არაერთხელ იქნა გაგზავნილი უწყება მისი საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების შესახებ, თუმცა იგი ამ დრომდე უარს აცხადებს საგამოძიებო ორგანოში მოსვლაზე და აგრეთვე სასამართლოში ჩვენების მიცემაზე. ბრალდების მხარე და გამოძიება ვალდებულია ყველა მტკიცებულება მოიპოვოს კანონის შესაბამისად, რათა აღნიშნული მტკიცებულება შემდგომში არ გახდეს დაუშვებლად ცნობის საფუძველი. მოსამართლის პრეროგატივაა, რას ცნობს დაუშვებლად და რას არა“, - აღნიშნა გიორგი ოსაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა