თინა ხიდაშელი - ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან დაკავშირებით ჩხარტიშვილის კორუფციული საქმიანობა იკვეთება, რომელიც „ომეგას“ საქმეზე მეტად რეზონანსული შეიძლება აღმოჩნდეს

თინა ხიდაშელი მედიის წარმომადგენლებს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

როგორც ხიდაშლმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, აღნიშნულ საქმეში ჩხარტიშვილის კორუფციული საქმიანობა იკვეთება, რომელიც „ომეგას“ საქმეზე მეტად რეზონანსული შეიძლება აღმოჩნდეს. ყოფილი თავდაცვის მინისტრის თქმით, ის ჯერჯერობით მოკვლევის პროცესშია და მეტ დეტალზე ვერ საუბრობს.

„ფოთს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ბატონ ჩხარტიშვილის ინტერესებთან დაკავშირებით თუ ვინმე ჩაატარებს ჟურნალისტურ გამოძიებას, ვფიქრობ იმაზე მეტ საინტერესო ფაქტს აღმოაჩენს კორუფციასთან დაკავშირებით, ვიდრე ისაა, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. ჯერ არ ვარ მზად, რომ ამაზე კონკრეტულად ვისაუბროთ, თუმცა ეს საქმე მრავალწლიანია, იმდროინდელი, ჩვენც რომ ხელისუფლებაში ვიყავით, მაგრამ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით“, - განაცხადა თინა ხიდაშლმა.

იხილეთ ვიდეო: "ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან დაკავშირებით ჩხარტიშვილის კორუფციული საქმიანობა იკვეთება" - თინა ხიდაშელი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა