კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერით ჩვენ ვირჩევთ ტრადიციულ ევროპას, ნაცვლად ფაშისტურ-ბოლშევიკური მისწრაფებებისა

სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერით ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს და ვირჩევთ ტრადიციულ ევროპას ნაცვლად ფაშისტურ-ბოლშევიკური მისწრაფებებისა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რუსთაველის თეატრში განაცხადა, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებს შეხვდა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მიმდინარე საარჩევნო კამპანია ოპონენტების მხრიდან არის შეურაცხმყოფელი. „ერთი შეხედვით ჩვეულებრივი წინასაარჩევნო აქტივობა და მხარდაჭერის კამპანიის ნაწილია, როდესაც მოქალაქეები, სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა ასაკის ადამიანები ვიკრიბებით და მხარს ვუჭერთ ჩვენს რჩეულ კანდიდატს, რომელიც შეიძლება ვიღაცას მოსწონდეს, ვიღაცას ნაკლებად. ასეთი არჩევანის გაკეთებისას მთავარია, ვიყოთ გულწრფელი და მართალი საკუთარ თავთან, საკუთარ ქვეყანასთან. ზუსტად უნდა იცოდე, რომ არსებულ ვითარებაში შენ აკეთებ საუკეთესო არჩევანს შენი ქვეყნის მომავლისთვის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არსებულ ვითარებაზე, ყველა კარგად ვხედავთ, როგორ მიდის საარჩევნო კამპანია, როგორია ოპონენტების დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, სალომე ზურაბიშვილისა და მისი მხარდამჭერების მიმართ. ეს ყველაფერი არის შეურაცხმყოფელი. ჩვენ მთაზე მაღლა უნდა დავდგეთ და შევცვალოთ არსებული რეალობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა „ქართული ოცნების“ მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი იქნება საქართველოს პირველი ზეპარტიული ქალი პრეზიდენტი.

„ქალბატონ სალომეს მხარდაჭერით ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს და ვირჩევთ ტრადიციულ ევროპას ნაცვლად ფაშისტურ-ბოლშევიკური მისწრაფებებისა. ჩვენ ვირჩევთ მშვიდობიან განვითარებას, ნაცვლად დაპირისპირებისა. ჩვენ ვირჩევთ ჩვენი დიდი წინაპრების გზას, ნაცვლად ყალბი ღირებულებისა. ჩვენ ვირჩევთ პრინციპულობას, ნაცვლად სიყალბისა და ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას, ნაცვლად ავტოკრატიისა. ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოების და ქვეყნის გაერთიანებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო