პაველ ფილიპი - მოლდოვა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

საქართველოსა და მოლდოვას შორის როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სფეროში ძალიან მაღალი დონის ურთიერთობები აკავშირებთ, - ამის შესახებ მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა პაველ ფილიპმა ქართველ კოლეგა მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მოლდოვის მთავრობის მეთაურმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა მოლდოვის მხარდამჭერი რეზოლუციის მხარდაჭერისთვის. “საქართველომ ხმა მისცა მოლდოვას რესპუბლიკის მხარდამჭერ რეზოლუციას, რომ რუსეთის ჯარები ჩვენს ტერიტორიაზე აღარ იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მიგვაჩნია, რომ საქართველო არის ჩვენი მეგობარი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენი საერთო გეზი ევროკავშირისკენ გვეხმარება ურთიერთობების გაღრმავებაში და მათთვის მეტი მნიშვნელობის შეძენაში. ასევე ვისაუბრეთ კონფლიქტებზე. მოლდოვა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ბატონი პრემიერ-მინისტრისგანაც იგივე მოვისმინე მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით”, - განაცხადა პაველ ფილიპმა.

მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში კიშინეუში ორი ქვეყნის მთავარობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება, რომელშიც ბიზნესწრეების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს