ყოფილმა ამერიკელმა სამხედრომ, რომელიც დააკავეს, აღიარა, რომ კონვერტებით აბუსალათინის თესლები ტრამპს, პუტინს და ელისაბედ II-ს გაუგზავნა

ყოფილმა ამერიკელმა სამხედრომ, რომელიც რამდენიმე დღის წინ იუტას შტატის ქალაქ ლოგანში დააკავეს, აღიარა, რომ კონვერტებით აბუსალათინის თესლები აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და დიდი ბრიტანეთის დედოფალს ელისაბედ II-ს გაუგზავნა.

იუტას შტატის ფედერალური საოლქო სასამართლოს ინფორმაციით, მამაკაცს უილიამ კლაიდ ალენი ჰქვია და ის 2002 წლამდე აშშ-ს საზღვაო ძალებში მსახურობდა.

ალენის განცხადებით, ტრამპის, პუტინისა და ელისაბედ II-ის გარდა კონვერტები მან ასევე გაუგზავნა პენტაგონის ხელმძღვანელს ჯეიმს მეტისს, საზღვაო ძალების შტაბის მეთაურს ჯონ რიჩარდსონს, აშშ-ს გენერალურ პროკურორს ჯეფ სეშნსს და FBI-ს დირექტორს კრისტოფერ რეის. საკუთარი ქმედება ალენმა „მიმართვის გაგზავნის“ სურვილით ახსნა, თუმცა რაში მდგომარეობდა ეს „მიმართვა“, არ დააკონკრეტა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა