ამაღამ მაღალმთიან რაიონებში ყინვა, ხვალ კი, დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

ამაღამ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ყინვა, ხვალ კი, დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარა, თუმცა ხვალ ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე დროგამოშვებით 20–25 მ/წმ–ში იქნება. ასევე, გორი–სურამის მონაკვეთზე ქარის სიჩქარე 17–22 მ/წმ–შია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოში ხვალ დღისით ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი, პირიქით დაიკლებს და 13–18 გრადუსი იქნება, თბილისში – 17 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება და ზოგიერთ რაიონში, მათ შორის თბილისში იწვიმებს.

ამასთან, ამაღამ მაღალმთიან რაიონებში ღამით ყინვა იქნება და 0,–5 გრადუსი დაფიქსირდება.

8 ოქტომბერს, დასავლეთ საქართველოში დათბება, თუმცა აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში დღისით ტემპერატურა 24–29 გრადუსია მოსალოდნელი; აღმოსავლეთ საქართველოში კი 16–23 გრადუსი იქნება, თბილისში – 20 გრადუსი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა