შსს „თბილისობის“ დღესასწაულზე ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი "თბილისობის" დღესასწაულზე დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„5 ოქტომბერს დილის 05:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება ევროპის მოედანზე, ასევე მეტეხის ხიდზე. მოძრაობა აიკრძალება აბანოთუბნიდან გორგასლის მოედნის მიმართულებით. მოძრაობა შესაძლებელი იქნება თუმანიანის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით.

ასევე 5 ოქტომბერს 21:00 საათიდან მოძრაობა დაიკეტება რესპუბლიკის მოედანზე.

რუსთაველიდან მოძრავი ნაკადი იმოძრავებს რესპუბლიკის მოედნის გავლით კოსტავას ქუჩის მიმართულებით, ხოლო მელიქიშვილი კოსტავას ქუჩიდან მომავალი ნაკადი იმოძრავებს ელბაქიძის დაღმართის გავლით სანაპიროს მიმართულებით აგრეთვე მოძრაობა შეიზღუდება ახვლედიანის მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე სრულად დაიკეტება ბარათაშვილის მარცხენა პანდუსი.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება მისთვის განკუთვნილ ზოლში, კერძოდ, ახვლედიანიდან ბარათაშვილის ხიდისა და წმ.

ნიკოლოზის ეკლესიის მიმართულებით.

6 ოქტომბერს, 9:00 საათიდან 23:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება ოქროყანაში, მთაწმინდის პარკის მიმართულებით. გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც განლაგებული იქნება შინდისი-ოქროყანის გზაჯვარედინზე.

მოძრაობა სრულად აღდგება "თბილისობის" დღესასწაულის დასრულებისთანავე“, - ნათქვამია შს სამინისტროს ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: შეზღუდვები, რომლებიც "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით დაწესდა - სად აიკრძალა და სად არის დაშვებული მოძრაობა?

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს