მაია ცქიტიშვილი პედაგოგებს - იმედი მაქვს, რომ განათლების რეფორმის პროცესში ერთად ვიქნებით

მასწავლებლის როლი განუზომლად დიდია ადამიანის ჩამოყალიბებაში. სასკოლო წლებში ვსწავლობთ ბევრ სხვადასხვა საგანს და უმთავრესს - მეგობრობას და ფასეულობებს, - ამის შესახებ მასწავლების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა პედაგოგებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან მაღალი ხარისხის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად განათლების სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობენ.

„ჩვენ ვიცით მასწავლებლების საჭიროებები და იმედი მაქვს, რომ განათლების რეფორმის პროცესში ერთად ვიქნებით, რადგან თქვენს გარეშე ჩვენი ნებისმიერი გეგმა არის მხოლოდ დოკუმენტი და სწორედ თქვენ გვაძლევთ საშუალებას, რომ ეს ხედვები გავატაროთ ცხოვრებაში. აქტიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რათა მომავალი წლიდან მაღალი ხარისხის და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელოთ, რითიც შევეცდებით პედაგოგებს და ბავშვებს შევუქმნათ ისეთი ახალი სივრცეები, სადაც სასწავლო პროცესი საინტერესოდ წარიმართება,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ჟიურის მიერ შერჩეული ათეულიდან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რჩეული მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის დაწყებითი კლასის პედაგოგი ნინო ჭიჭინაძე გახდა, წლის პედაგოგის ტიტული კი ბაღდათის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელმა მანანა კაპეტივაძემ მოიპოვა.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი 2017 წლიდან ტარდება. ამ სტატუსისთვის წელს 104 პედაგოგი იბრძოდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა