დავით ბაქრაძე - „თბილისობა“ არის ყველა თბილისელის და მთელი საქართველოს ზეიმი

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ საზოგადოებას „თბილისობის“ დღესასწაული მიულოცა.

"მინდა, თითოეულ თბილისელს მივულოცო ჩვენი საყვარელი ქალაქის დღესასწაული და ვისურვო ის, რაც თითოეულ ჩვენთაგანს ძალიან გვაკლია. მეტი იმედი, მეტი სითბო, მეტი რწმენა ხვალინდელი დღის, მშვიდობა და უკეთესობა თითოეულ ოჯახში. ვულოცავ ყველა თბილისელს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, იმიტომ, რომ „თბილისობა“ არის ყველა თბილისელის და მთელი საქართველოს ზეიმი. ყველა თბილისელთან ერთად ზეიმობს მთელი საქართველო ამ დღესასწაულს" , - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო