პატრიარქი უკრაინის რადას სპიკერს - აუცილებელია წინასწარი შეფასებებისაგან თავის შეკავება, ვიდრე არ დაფიქსირდება მსოფლიო საპატრიარქოსა და რუსეთის ეკლესიის საბოლოო პოზიცია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ და უკრაინის რადას სპიკერმა ანდრი პარუბმა უკრაინაში არსებული მდგომარეობა განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად უკრაინის რადას სპიკერი, ანდრი პარუბი და მისი თანმხლები პირები მიიღო.

შეხვედრაზე განხილულ იქნა უკრაინაში არსებული მდგომარეობა.

„აუცილებელია წინასწარი შეფასებებისაგან თავის შეკავება, ვიდრე არ დაფიქსირდება საეკლესიო კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული მსოფლიო საპატრიარქოსა და რუსეთის ეკლესიის ოფიციალური და საბოლოო პოზიცია,” – განაცხადა მისმა უწმინდესობამ.

ანდრი პარუბმაც დასძინა, რომ გადაწყვეტილება კანონიკურ სამართალს უნდა ემყარებოდეს“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

იხილეთ ვიდეო: პატრიარქი უკრაინის რადას სპიკერს - აუცილებელია წინასწარი შეფასებებისაგან თავის შეკავება, ვიდრე არ დაფიქსირდება მსოფლიო საპატრიარქოსა და რუსეთის ეკლესიის საბოლოო პოზიცია

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა