სერგი კაპანაძე - საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში რუსეთის დასაყრდენი ის პოლიტიკური ძალებია, რომლებიც რუსული პროპაგანდის მატარებლები არიან

საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში რუსეთის მთავარი დასაყრდენი ის პოლიტიკური ძალებია, რომლებიც რუსული პროპაგანდის მატარებლები არიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ მოლდოვა, საქართველო, უკრაინის საინაუგურაციო საპარლამენტო ასამბლეაზე საუბრისას განაცხადა.

„თბილისში იმართება მოლდოვა, საქართველო, უკრაინის საინაუგურაციო საპარლამენტო ასამბლეა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რამდენადაც ამ სამ ქვეყანას ძალიან ბევრი საერთო აქვს არამარტო ევროინტეგრაციის გზაზე, ასევე იმ გამოწვევების კუთხით, რომელიც მომდინარეობს მათ შორის რუსეთიდან. ჩვენ ბევრი საერთო პრობლემა გვაქვს, მათ შორის თუნდაც არაფორმალურ მმართველობასა და დემოკრატიასთან არსებული საკითხები. ამ შემთხვევაში, რაც ნამდვილად გვაერთიანებს, ეს არის რუსეთიდან მომავალი საფრთხე, როგორც ოკუპირებული ტერიტორიები და კონფლიქტები, რომელიც რუსეთის მიერაა ინსპირირებული, ასევე, მათი მხრიდან მომავალი პროპაგანდისტული საფრთხეები. ეს სრულიად მსგავსი გამოწვევაა სამივე ქვეყნისთვის და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად მოვიპოვოთ საერთო პასუხი რუსეთის მიმართ, რადგან რუსეთის მთავარი დასაყრდენი ამ ქვეყნებში ის პოლიტიკური ძალებია, რომლებიც რუსული პროპაგანდის მატარებლები არიან, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიასაშუალებები თუ სხვა ერთეულები, რომლებიც პირდაპირ ატარებენ რუსულ ინტერესებს“, - განაცხადა კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა